ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა. ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების ოფიციალური პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.
რამდენიმე საათში NATO-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ალიანსის წევრი ქვეყნების დროშებს შორის ფინეთის დროშის აღმართვის ცერემონიალიც გაიმართება.