მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე. პროგრესს წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 წევრი სახელმწიფო შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გააკეთა.
პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.