უკრაინის პრეზიდენტი 5 აპრილს პოლონეთს ეწვევა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. მისი თქმით, ზელენსკი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიწვევით ჩადის.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზელენსკი პოლონელებთან და პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებთან შეხვედრას გეგმავს.