ფინეთსა და მონტენეგროში არჩევნები გაიმართა

03 აპრილი 2023, 10:14 507 ნახვა

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა. მან  არჩევნებში ხმათა 19.9% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა. 

გამარჯვებულ ნაციონალური კოალიციის პარტიას მხარი 20.7%-მა დაუჭირა.  მეორე ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე „ფინელების პარტია“ 20.1 პროცენტით. გამარჯვებული პეტერი ორპო და „კონსერვატორები“ სანა მარინს სუსტ ეკონომიკურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ. არჩევნები იყო მონტენეგროშიც.

30 წლიანი მმართველობის შემდეგ  ხელისუფლებიდან მიდის  ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სოციალისტი მილო ჯუკანოვიჩი. მან არჩევნებში დამარცხება უკვე  აღიარა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი