საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლიეტუვაში. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ლიეტუვის და საქართველოს სახელმწიფო დროშებს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმართა წიგნში.
პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრემიერთანაც და სეიმის თავმჯდომარესთან.
საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ „უკრაინულ ცენტრს“ ეწვევიან.