ბათუმის „დინამომ“ მოიგო, „შუქურა“ ისევ დამარცხდა 

03 აპრილი 2023, 10:15 484 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გოლები ღუდუშაურმა და ალთუნაშვილმა გაიტანეს. 

ბათუმის „დინამო“ 16 ქულით მეორე ადგილზეა და თბილისის დინამოს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. გია გეგუჩაძის გუნდი 8 აპრილს გასვლაზე „თელავს“ შეხვდება.

რაც შეეხება ქობულეთის „შუქურას“, მან თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 წააგო. მომდევნო ტურში „შუქურა“ „სამტრედიას“ ესტუმრება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი