„არ მგონია, რომ უკრაინამ მიმდინარე წელს გაიმარჯვოს“ - ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ინტერვიუში განაცხადა. მარკ მილის თქმით, მიმდინარე წელს უკრაინის გამარჯვება ძალიან რთული ამოცანაა.
აღნიშნა, რომ ზელენსკიმ საჯაროდ არაერთხელ თქვა უკრაინის მიზანი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინიდან ყველა რუსის გაძევებაა.
მილის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო ამოცანა, რადგან რამდენიმე ასეული ათასი რუსი, ჯერ კიდევ ოკუპირებულ უკრაინაში რჩება.