იაპონიის გადაწყვეტილება

02 აპრილი 2023, 10:03 588 ნახვა

იაპონია 7 აპრილიდან რუსეთში ფოლადის, ალუმინის, თვითმფრინავების, დრონებისა და სათამაშოების ექსპორტს კრძალავს.

დოკუმენტის მიხედვით შეზღუდვები ასევე მოიცავს ჰიდრავლიკურ ექსკავატორებსა და ბულდოზერებს, ასევე გემების ძრავებსა და ელექტრონულ სანავიგაციო მოწყობილობებს.

შეუძლებელი იქნება იაპონიიდან რუსეთში ოპტიკური აღჭურვილობის, ფოტოგრაფიული აღჭურვილობის, ბინოკლებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიწოდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი