აშშ-ში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ სულ მცირე 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ტორნადომ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა და მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ჩახერგილია საავტომობილო გზა.
არკანზასის შტატში სულ მცირე 5 ადამიანი დაიუპა. სულ მცირე 8 შტატში ამ დრომდე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გადარჩენილების ნაწილმა თავი სარდაფებს შეაფარეს.