აშშ თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს. თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით რუსეთი ჟურნალისტებმაც უნდა დატოვონ, რადგან იქ მათთვის მტრული გარემოა.
რაც შეეხება დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტს, კირბის თქმით ბაიდენის ადმინისტრაცია ამ დრომდე ცდილობს მასთან შეხვედრა უზრუნველყოს.
ცნობისთვის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი 30 მარტს, ეკატერინბურგში, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.