მოლდოვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა საერთაშორისო ასპარეზზე პირველად მოიგეს. როსტომ ფარცვანიას გაწვრთნილმა ნაკრებმა ირლანდიის გუნდი 2:1 დაამარცხა. ანგარიში გიორგი კიკნაძემ გახსნა, შემდეგ ირლანდიელებმა გაათანაბრეს, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე ჯეჯო ჯალიაშვილმა ისტორიული გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს მოაგებინა.
ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების კაპიტანი ილია გადელია გახდა.
დღეს ქართველი ფეხბურთელები ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავენ.