დაჩი დოლიძის სახელობის ილეთი ტანვარჯიშში

31 მარტი 2023, 14:11 1385 ნახვა

დაჩი დოლიძემ სპორტული ტანვარჯიშის ისტორიაში თავისი სახელი უკვე დატოვა. 16 წლის ქართველმა სპორტსმენმა ანტალიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტაიჭზე ვარჯიშში ახალი ილეთი შეასრულა, რომელსაც საერთაშორისო  ფედერაციამ მისი სახელი მაინიჭა.

ახალი ილეთის შესრულებას წინ დიდი შრომა უძღოდა. თვეების წინ დაწყებული ჩანაფიქრის განხორციელება სწორედ აღნიშნულ შეჯიბრებაზე იგეგმებოდა. დოლიძის ილეთი ყველაზე რთულ ჩამოხტომად ითვლება ტაიჭზე ვარჯიშში.

გარდა ამისა,  დაჩი დოლიძემ  სპეციალური ჯილდო მიიღო ღერძზე ვარჯიშში საუკეთესო შესრულებისთვის. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი