ხულოს საკრებულოს სხდომა

30 მარტი 2023, 17:57 710 ნახვა

საკრებულოს სხდომა იყო ხულოშიც. დამტკიცდა სპორტსმენთა და წარმატებულ მწვრთნელთა ფულადი  ჯილდოს ნორმებისა და მინიჭების წესი,ასევე სპორტის სახეობებში მოღვაწე ახალგაზრდების  სამივლინებო ანაზღაურება, რომელიც  15 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება.   ცვლილება ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პროტესტის მიზეზი გახდა. ზაზა ვანაძეს მიაჩნია, რომ თანხა არასაკმარისია.ცვლილება არ შეხებია ფულადი ჯილდოს განსაზღვრას. იგი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მფლობელისთვის 2000 ლარია, მწვრთნელისთვის კი  წახალისება ისევ 6000 ლარი იქნება.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი