ეკატერინბურგში დააკავეს ამერიკული გამოცემის უოლ-სთრით-ჯორნალის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, გერშკოვიჩი „ამერიკული მხარის დავალებით მოქმედებდა“ და "აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“.
ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია შპიონაჟის მუხლით, რაც 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში დაახლოებით 6 წელია მუშაობს, ეკატერინბურგიდან გაუჩინარდა.
ამერიკელი ჟურნალისტი ამზადებდა მასალას კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შესახებ.