საქართველოს ნაკრების ჯგუფში შოტლანდიის ნაკრები ლიდერობს

29 მარტი 2023, 19:47 621 ნახვა

საქართველოს ნაკრების ჯგუფში, ტურის ცენტრალური მატჩი გლაზგოში გაიმართა, შოტლანდიის ნაკრებმა ესპანეთს 2:0 მოუგო, დუბლი მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ შეასრულა. მაკტომინეიმ პირველ ტურში კვიპროსსაც ორი გოლი გაუტანა. ლუის დე ლა ფუენტემ ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი მარცხიც იგემა. ჯგუფის ცხრილი კი ასე გამოიყურება: 6 ქულით შოტლანდია ლიდერობს, ესპანეთს 3 ქულა აქვს, საქართველოს და ნორვეგიას 1-1, ხოლო კვიპროსი უქულოდაა. თემურ ქეცბაიას და ვილი სანიოლის გუნდებმა თითო მატჩი ითამაშეს, დანარჩენებმა კი ორი შეხვედრა ჩაატარეს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი