„ამნესთი ინთერნეიშენალი“ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 156 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარებაა განხილული.საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური კრიზისი კვლავ გრძელდებოდა.დოკუმენტში ასევე საუბარია გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე.
დოკუმენტში ასევე საუბარია გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე და ნათქვამია რომ 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის ივლისში, ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმაში მონაწილე ექვს პირს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძალადობრივი ჯგუფების სავარაუდო ორგანიზატორები დაუსჯელები დარჩნენ.
„ამნესთი ინთერნეიშენალი“ ასევე აღნიშნავს, რომ არ მომხდარა აფგან მუხთარლის გატაცების ეფექტური გამოძიება და საანგარიშო წლის ბოლოსთვის ბრალი არავის მიმართ არ ყოფილა წარდგენილი.დოკუმენტში საუბარია ქალთა უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასა და ფემიციდის შემთხვევებზე.
„ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით.