ხელვაჩაურში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და სახლებს სახურავები გადახადა

28 მარტი 2023, 22:21 1156 ნახვა

ძლიერმა ქარმა ხელვაჩაურში პრობლემები შექმნა. ხეები წააქცია და სახლებს სახურავები გადახადა. 

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე ადგილზე იმყოფება. მისივე ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ხუთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის ადგილზე მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან და საჭიროების შემთხვევაში ოჯახებს ქირით გაიყვანენ. დილით კი, ზარალის კომისია შეისწავლის საკითხს და გადაწყდება თუ რა ტიპის დახმარება გაეწევა მოქალაქეებს. 

ასევე აღნიშნა, რომ ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში ხეები წააქცია, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში