ცნობილი გახდა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ანტალიაში დაგეგმილ გრანდ სლემზე წარსდგება. წინასწარ განაცხადში 7 ქართველი ძიუდოისტი, 6 კაცი და1 ქალია.
თურქეთში ტატამიზე ლუხუმ ჩხვიმიანი, ლუკა კაპანაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, ომარ საური, ლევან მატიაშვილი და სოფიო სომხიშვილი გავლენ.
შეგახსენებთ, რომ ანტალიაში შარშან გამართულ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
ტურნირის ჩემპიონები გიორგი ტერაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი ლუხუმ ჩხვიმიანი და ლუკა მაისურაძე დაეუფლნენ.