რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების აქცია

27 მარტი 2023, 14:59 795 ნახვა

პროტესტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.  მედიკოსების მოთხოვნებს დღეს ქვეყნის პრემიერი გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.

ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც ყველა დაინტერესებული პირი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს თუ რატომ გახდა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი აუცილებელი.

კლინიკის შენობაში ათეულობით მედიკოსია შეკრებილი და ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ. აქ საპროტესტო შეკრებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ კლინიკის შენობა უნდა დანგრეულიყო. 

ამ დრომდე არ იციან, რა ბედი ეწევათ იქ დასაქმებულ ასეულობით თანამშრომელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი