სანდრო ბაზაძის წარმატებული სეზონი გრძელდება. ქართველმა მოფარიკავემ ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის 14:10-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 14:15 დამარცხდა.
სანდრომ პირველ წრეში იტალიელი რიკარდო ნუჩიო დაამარცხა 15:11, შემდეგ კი კორეელ გიენდონ დოს მოუგო - 15:9. მეოთხედფინალში ქართველმა ფრანგი ელიოტ ბიბი 15:10 დაამარცხა.
ბაზაძემ ნახევარფინალში ისევ ფრანგ მოფარიკავეს მაქსიმ პიანფეტს 15:9 მოუგო, თუმცა ფინალში მსაჯების სადავო გადაწყვეტილების გამო მარცხი ჩაეთვალა.