ბერბოკის გზავნილები

25 მარტი 2023, 20:01 670 ნახვა

გერმანიის პირველი დიპლომატის ვიზიტის დასრულების შემდეგ გერმანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ანალენა ბერბოკმა საქართველო პოლიტიკური შეხვედრებიდან და ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრებისას მიღებული შთაბეჭდილებებით დატვირთულმა დატოვა.

გერმანელმა დიპლომატმა ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან, პრეზიდენტთან, და პრემიერ-მინისტრთან. გერმანელმა დიპლომატმა ქვეყნებს შორის  სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა განიხილა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი