თურქეთის ქაჰრამანმარას პროვინციაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გოქსუნის რაიონი იყო. მიწისძვრა, ადგილობრივი დროით 03:39 საათზე მოხდა.
ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნრგევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.