თავდაცვის ახალ კოდექსს კენჭს ხვალ უყრიან

22 მარტი 2023, 17:57 963 ნახვა

თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს აღარ გაიმართება. კანონპროექტებს,რომელთაც მაღალი კვორუმი სჭირდება,პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.მთავრობის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს პარლამენტი უკვე მეორე დღეა განიხილავს, ცვლილებებს ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი აკრიტიკებს, მათი მოთხოვნა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პაკეტისა და ანაზღაურების გაუმჯობესებასა და კანონში ცვლილებების ამოქმედების ვადებს ეხება, მმართველი გუნდი კი ცვლილებებს ემხრობა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი