ფიგურულ ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 7 სპორტსმენით იქნება წარდგენილი

21 მარტი 2023, 19:43 559 ნახვა

ხვალ დილით იაპონიის ქალაქ საიტამაში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურობაში, საქართველოს ნაკრები კი ტურნირზე 7 სპორტსმენით იქნება წარდგენილი. მსოფლიოს პირველობაზე კაცებში მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე იასპარეზებენ, ქალებში – ანასტასია გუბანოვა, სპორტულ წყვილებში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, ხოლო ყინულზე ცეკვაში – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.  ჩემპიონატი სტარტს დილით 6 საათზე აიღებს და მედლებისთვის ბრძოლაში სპორტული წყვილები ჩაებმებიან, ამდენად საქმეში საფინასა და ბერულავასაც ვიხილავთ. შეჯიბრში სულ 23 წყვილი ჩაებმება, რომელთაგან ფინალში 20 გადავა. 10 საათსა და 50 წუთზე შეჯიბრებას ქალებიც დაიწყებენ და ყინულზე 2023 წლის ევროპის ჩემპიონ ანასტასია გუბანოვასაც ვიხილავთ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში