დეოლიგარქიზაციის კანონი მეორე მოსმენით კვლავ განიხილება

20 მარტი 2023, 18:11 661 ნახვა

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე აბრუნებს. საკითხი უკვე ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების და მასში შესაბამისად ცვლილებების შეტანის მიზნით დაბრუნდება. პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით  მუხლობრივად ნოემბერში განიხილა და მიიღო. ვენეციის კომისიის შემდეგ კანონმდებლები ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდებიან. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება” რეკომენდაციებს საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის შესაბამისად არ ასრულებს.  მმართველ  გუნდში კი ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ოპოზიციის დღის წესრიგში არ ყოფილა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი