პრემიერ-მინისტრის და სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის შეხვედრა

20 მარტი 2023, 14:25 644 ნახვა

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სერბეთის ურყევი მხარდაჭერისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა ვლადიმირ ორლიჩს მადლობა გადაუხადა და დაუდასტურა საქართველოს მკაფიო პოზიცია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მხარეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე  საქართველოსა და სერბეთს შორის არსებულ  ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება. 

აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს საერთო მისწრაფება აერთიანებთ და ეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი