რუსეთი ღიაა იმისთვის, რომ უკრაინის კრიზისი პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოაგვაროს-ამის შესახებ ვლადიმირ პუტინი წერს წერილში, რომელსაც რუსეთში ჩინეთის ლიდერის ვიზიტის წინ გავლენიანი ჩინური გამოცემა „ჟენმინ ჟიბაო“ აქვეყნებს.
„რუსეთი ღიაა უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის. თუმცა, ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა, მაგრამ არა ჩვენს მიერ. სამშვიდობო პროცესის მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ სერიოზული საუბრის მზადყოფნაზე, გაბატონებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით'' - აცხადებს პუტინი.
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით მოსკოვში ცოტა ხნის წინ ჩავიდა, სადაც ის თავის რუს კოლეგას, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.