ანდრო მარგიშვილი ევროპის ჩემპიონია

20 მარტი 2023, 10:46 511 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩათვლაში კი მე-3 ადგილზე გავიდნენ.

ევროპირველობის ჩემპიონი ანდრო მარგიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თურქი მუჰამედ გიმრი 7:1 დაამარცხა. 

ვლადიმერ გამყრელიძე ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები ლუკა ღვინჯილიამ, გოგა ოთინაშვილმა, დავით ფაცინაშვილმა და გიორგი გოგრიჭიანმა მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებს 125 ქულა მოუგროვდა და აზერბაიჯანისა (140) და თურქეთის (129) შემდეგ, მე-3 ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი