ბათუმელმა მოციგურავეებმა წარმატებით იასპარეზეს არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ-დაბიში საერთაშორისო ტურნირზე.
Basic Novice-ს კატეგორიაში ასპარეზობდა ნიკოლ ფადეევა, რომელმაც 17 ქვეყნის 36 მონაწილეს შორის პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ქეთევან მახარაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.