პარიზში საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცებას ათიათასობით ადამიანი ეწინააღდმეგება. რამდენიმე კვირაა გრძელდება საპროტესტო აქციები. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, მორიგი შეტაკება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით მომიტინგეებმა სამართალდამცავების მისამართით სხვადასხვა ნივთი ისროლეს, დამწვარია ავტომობილები, რის გამოც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პარიზის გარდა, საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებშიც იმართება. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით საპენსიო ასაკი საფრანგეთში 62-დან 64 წლამდე გაიზარდა.