ვლადიმერ პუტინი ალან გაგლოევს შეხვდა

17 მარტი 2023, 11:01 545 ნახვა

ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტს შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, ალან გაგლოევთან შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთს” შორის არსებული ურთიერთობების დახასიათება ზედმეტია, ვინაიდან, მისი თქმით, “განსაკუთრებული ხასიათი აქვთ, მაგრამ ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც.

გაგლოევის თქმით, “რესპუბლიკის ურთულეს მომენტებში” რუსეთი ყოველთვის გვერდში ედგა და დღესაც ფასდაუდებელ მხარდაჭერას უწევს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი