100 წლის იუბილე

08 თებერვალი 2017, 00:00 2696 ნახვა

ჩაქვში მცხოვრებ ანტისა ნორაკიძეს, რომელსაც  100 წელი შეუსრულდა, 1000 ლარიანი ვაუჩერი, სმენის გასაუმჯობესებელი აპარატი, პლაზმური ტელევიზორი და ტკბილეული გადასცეს საჩუქრად. საიუბილეო თარიღი ხანდაზმულს აღმასრულებელი და საკონონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. ამჟამად აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 მოქალაქე ცხოვრობს, 9 მოქალაქეს კი 100 წელი 2017 წლის განმავლობაში შეუსრულდება. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში