უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი ქვეყნის აღმოსავლეთის მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებში ბრძოლების შედეგზეა დამოკიდებული.
"აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან მძიმე და მტკივნეულია. ჩვენ უნდა გავანადგუროთ მტრის სამხედრო ძალა და ჩვენ მას გავანადგურებთ", - თქვა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.