ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ხანძრის კერა თავიდან გაღვივდა
ბინების მეპატრონეები ხანძრის დროს სასტუმროში გადაიყვანეს. ადგილზე მხოლოდ პოლიცია იმყოფებოდა, რომელმაც სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახა.
" ხანძრის დროს მერიამ სასტუმროში გადაგვიყვანა. მერე გავიგეთ, რომ კვამლი ისევ ამოვიდა და სახანძრო გამოიძახეს. დღეს საფრთხეაო და პირადი ნივთები არ გამოგვატანინეს. უბანში დენი გათიშული იყო. ალბათ ძველ კერაზე გაღვივდა ცეცხლი" - ამბობს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი დღეს, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ე.წ იტალიურ ეზოში გაჩნდა. ხანძრის შედეგად 15 ოჯახი დაზარალდა