სი-ძინ-პინი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებას გეგმავს

13 მარტი 2023, 20:30 1715 ნახვა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მომავალ კვირას რუსეთში გაემგზავრება და  თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს  ძინპინის პირველი ვიზიტი იქნება რუსეთში. ვიზიტი მას შემდეგ ჩაინიშნა,   რაც პეკინი მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო გეგმის ინიციატივით გამოვიდა. ჩინეთის ამ ინიციატივას    სკეპტიკურად შეხვდნენ დასავლეთში.  რუსეთში ვიზიტის შემდეგ ჩინეთის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინფორმატში მოლაპარაკების გამართვას გეგმავს. ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ისაუბრებენ. პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებით  პეკინს სურს ითამაშოს შუამავლის  აქტიური როლი უკრაინაში ომის დასასრულებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი