ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ასობით მიგრანტის შეჩერება სცადეს მას შემდეგ, რაც ჯგუფმა თავშესაფრის მოთხოვნით გაარღვია მექსიკის ხაზი, რომელიც მხოლოდ მავთულხლართებით, ბარიერებითა და ფარებით იყო შემოსაზღვრული.
ბევრ მიგრანტს თან ჰყავდა პატარა ბავშვები. მათ სცადეს პლასტმასის ბარიერების მოშლა, პოლიციამ დასარბევად წიწაკის სპრეი გამოიყენა.
თავშესაფრის მიღების მსურველებისთვის ბაიდენის ადმინისტრაციამ ხელმისაწვდომი გახადა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას, თუმცა მიგრანტების თქმით, აპლიკაცია მუდამ ხარვეზებით მუშაობს.