მოზარდი, რომელიც გუშინ, ბათუმის ბულვარში, დაზიანებულ ბატუტზე დაშავდა, კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, არდაგანის ტბის მიმდებარედ, ძლიერმა ქარმა დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.