საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გამოკითხვაში ხვიჩამ 4 კონკურენტს აჯობა. ქართველმა შემტევმა თებერვლის თვეში თავი 3 გოლით და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა და თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაიმსახურა. შეგახსენებთ რომ იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია მეორედ დასახელდა. პირველად ხვიჩამ ეს ჯილდო აგვისტოში ჩემპიონატის სტარტზე მოიპოვა.