გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა იეჰოვას მოწმეთა ცენტრში მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, უცნობია თავდასხმის მოტივი, სავარაუდო თავდამსხმელის გვამი კი შენობის ზედა სართულზე იპოვეს.
არიან დაჭრილები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.