რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

10 მარტი 2023, 10:27 641 ნახვა

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

"რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კონკრეტულად ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს,“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსები თავისუფალი არიან გადაადგილებაში და სჯობს, ბედნიერება იქ ეძებონ, სადაც მათი სამშობლოს დროშებს არ დაწვავენ.

"არიან ასეთი ადამიანები. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ", - აღნიშნა პესკოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი