უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 102 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

10 მარტი 2023, 10:21 610 ნახვა

უკრაინაში ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. საოკუპაციო ძალები მასირებულ იერიშებს არ წყვეტენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 102 შეტევა 5 მიმართულებით, მტერი არ ტოვებს ქალაქ ბახმუტს ალყაში მოქცევის მცდელობებს.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა სულ  95 რაკეტა გაუშვა. თავდაცვის ძალებმა 34 გაანადგურეს.

გასული ღამის განმავლობაში ოკუპანტების სამიზნეში ისევ მოექცა უკრაინის ენერგოსისტემა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა: კიევის, ხარკოვის, ჟიტომირის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში