საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ავსტრალია დაამარცხა

10 მარტი 2023, 00:33 813 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მონტენეგროში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ტურში ავსტრალიის ეროვნული გუნდი 13-12 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და საფინალო სიგნალამდე 20 წამით ადრე შუშუაშვილმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველ ტურში მასპინძელ მონტენეგროსტან მინიმალური სხვაობით 12-13 დამარცხდა.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 1 მოგებით და 1 წაგებით B ჯგუფში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 მარტს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს. შეგახსენებთ რომ ჯგუფში მყოფი ექვსი ნაკრებიდან  საუკეთესო სამეული ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი