დღის მეორე ნახევრიდან ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მეწყრის გამო ხულოში „შუახევიჰესის“ კაშხალთან. ჩამოწოლილმა მიწის მასამ ფუნდამენტი გამოაცალა ელექტროგადამცემ ბოძსაც. მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად-აცხადებენ ხულოს მერიაში.