საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შეჩერება კანონს ეწინააღმდეგება - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ არხის რეორგანიზაციის შესაძლო მოდელს ეხება. “მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ფორმით ბუნდოვანმა ცვლილებებმა შესაძლოა, კიდევ უფრო დააზიანოს მაუწყებელი თუ მაუწყებლის მენეჯმენტი უახლოეს დროში საჯაროდ არ წარმოადგენს დაგეგმილი ცვლილებების პროექტსა და შესაბამის არგუმენტებს“, - ნათქვამია განცხადებაში. როგროც გუშინ გახდა ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწებელის, ტელევიზიასა და რადიოზე გადის 102 გადაცემა, რომელთა ფინანსური უზრუნველყოფა მაუწყებელს ამ ეტაპზე არ შეუძლია. ამის გამო, თუ კი ბორდი სამ წლიან გეგმას დაამტკიცებს, რეორგანიზაციის პროცესში არხზე გაჩერდება ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა. ახალი გადაცემებით არხი მაუწყებლობას 2018 წლიდან განაახლებს, ხოლო სრული დატვირთვით 2019 წელს ჩაეშვება.