„ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში!„ - ოპოზიციაში უკვე გაკეთდა პირველი შეფასებები. აღნიშნავენ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გამარჯვება მიღწეულია. თუმცა მათივე განმარტებით, პროცესი ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი, ხალხი იყოს ფხიზლად და „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტიდან ოფიციალურად უნდა გაიწვიოს. ითხოვენ ვენეციიდან გამოითხოვონ კანონის ორივე ვერსია, დააყენონ კენჭისყრაზე და ჩააგდონ.
ასევე ითხოვენ, აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას. ისინი 19 საათზე რუსთაველზე ისევ შეკრებას აანონსებენ.