ბათუმის საკალათბურთო გუნდმა სტუმრად „ქუთაისი“ დაამარცხა

08 მარტი 2023, 21:40 583 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს თასის მეთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად „ქუთაისი“ დაძაბულ ბრძოლაში 98:96 დაამარცხა

შავიზღვისპირელებისგან ყველაზე მეტი 30 ქულა, ჯორდან სეშენმა ჩააგდო.კარგი მატჩი ჰქონდა კაილი რიდლისაც, რომელმაც 23 ქულით, 4 მოხსნითა და 11 გადაცემით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მასპინძლებისგან კი 38 ქულით, 7 მოხსნითა და 6 გადაცემით კახაბერ ჯინჭარაძე გამოირჩა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო  შეხვედრა 15 მარტს ბათუმში გაიმართება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი