საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 26-ე ტურში "ანსის“ წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. გიორგიმ 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. "მეციმ" კი "ანსი" 3-0 დაამარცხა.
27-ე წუთზე მეუქუტაძენ ტრაორეს გადაცემით ანგარიში გახსნა. 50-ე წუთზე მან უკვე მაზიზს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
მატჩის 83-ე წუთზე კი ქართველმა დუბლიც შეასრულა და საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირა.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის გათამაშებში 14 გოლი დააგროვა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება. ქართველს გარდა 14 გოლისა 6 საგოლე გადაცემაც აქვს.
"მეცს“ ამ დროისთვის 44 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩს ქართველი შემტევის გუნდი 13 მარტს, ჩემპიონატის ლიდერ „ლე ავრის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.