ქობულეთის "შუქურამ" წყალტუბოს "სამგურალი" 2-1 დაამარცხა

04 მარტი 2023, 16:54 799 ნახვა

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ქობულეთის "შუქურამ" პირველი მატჩი მოიგო. მეორე ტურში ზესტაფონში "შუქურამ" წყალტუბოს"სამგურალი" 2-1 დაამარცხა.

მე-9 წუთზე წითელი ბარათით პატარკაციშვილი დასაჯეს და იმერლები კაცნაკლულები დარჩნენ.
24-ე წუთზე ლევან ქურდაძემ ანგარიში გახსნა და "შუქურა" წინ გავიდა.

37-ე წუთზე კი ირაკლი ლექვთაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ორივე გუნდი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.

51-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ "სამგურალს" მეორე გოლი გაუტანა.
მატჩის მიწურულს 96-ე წუთზე ლადო ჩიხრაძემ ერთი გოლი გაქვითა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქრა.

მომდევნო ტურში უჩა სოსიაშვილი გაწვრთნილი "შუქურა" 8 მარტს გასვლაზე "საბურათალოს" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი