იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში

03 მარტი 2023, 14:03 550 ნახვა

კანადის ქალაქ კალგარში  ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთეულთა მოკლე პროგრამები საკმაოდ საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა პირველ სატურნირო დღეს.

გოგონების კატეგორიაში მოკლე პროგრამაში მოასპარეზე 47 სპორტსმენს შორის მხოლოდ 24 საუკეთესოს მიეცა შესაძლებლობა გადასულიყო თავისუფალ პროგრამაში, ქართველი მოციგურავე 13 წლის ინგა გურგენიძე, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატია 52,02 ქულა დააგროვა და მოკლე პროგრამა მე-19 შედეგით დაასრულა, ძალებს უკვე თავისუფალ პროგრამაში მოსინჯავს. 42 მონაწილე ბიჭიდან კი მხოლოდ 24 -მა მიიღო კვალიფიკაცია, კონსტანტინე სუპატაშვილმა 58,97 ქულით მოიპოვა 24-ე ადგილი და მსოფლიოს 24 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა და ჩემპიონატზე იასპარეზებს.

თავისუფალ პროგრამაში, რომელიც გოგონების კატეგორიაში 3 მარტს, ბიჭების სეგმენტში კი კი 4 მარტს გაიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი