აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ხელმძღვანელი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას შემოთავაზებულ კანონებზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე. ამის შესახებ სამანტა პაუერი “ტვიტერზე“ წერს.
„საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონებზე", - წერს სამანტა პაუერი.